რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი სამხედროების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, სიაში ქართველებიც არიან

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში შეიარაღებული ძალების 92 წევრს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალი წაუყენა.

ალექსანდრე ბასტრიკინის განცხადებით, რუსეთში ამ მიმართულებით 1 300-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე, რომლებსაც ბასტრიკინი მასობრივი განადგურების იარაღის შემუშავებაში ადანაშაულებს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი დასავლეთს “უკრაინული ნაციონალიზმის” ღიად დაფინანსებაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი სასამართლო პროცესი “უკიდურესად საეჭვოა”.

ამასთან, სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული “დაქირავებულ” მებრძოლებზე დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, კანადიდან, ნიდერლანდებიდან და საქართველოდან.

მსგავსი თემები