ქვეყნის დაზიანებაში პრეზიდენტი ხელისუფლებას ადანაშაულებს, ხელისუფლება კი პრეზიდენტს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის გარკვეული განცხადებები ქვეყნისთვის საზიანოა. ტავის, მხრივ, პრეზიდენტი ზურაბიშვილიც აცხადებს, რომ დამაზიანებელია ქვეყნის რეპუტაციისთვის ხელისუფლების განცხადებები.

„პრეზიდენტს არ აქვს განსაკუთრებული კომპეტენციები, რომ ჩვენ, ან ქვეყანას რაიმე სერიოზული პრობლემები შეუქმნას, პატარ-პატარა სირთულეები შეიძლება შექმნას.  ის, რომ ქვეყანა სხვა მიმართულებით წარმართოს, ამას ვერ შეძლებს, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაში კომპეტენციები აქვს ძალიან შეზღუდული. ჩვენ არ გვაქვს არავითარი ინტერესი, რომ მასთან პოლემიკაში შევიდეთ, საჯარო პოლემიკა წარვმართოთ მასთან, დაპირისპირება გვქონდეს და ა.შ. არაერთხელ ვცადეთ, რომ მისთვის რაღაცები აგვეხსნა.  გაუჭირდა რაღაცების გაანალიზება და შეფასება, რაც სამწუხაროა. მისი ასეთი განცხადებები არის საზიანო ქვეყნისთვის და არა ჩვენთვის, მმართველი პარტიისთვის“ – აცხადებს კობახიძე.

თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილიც აფასებს ხელისუფლების ქმედებებს და აცხადებს, რომ მათი განცხადებები, მოქმედებები და რიტორიკა ქვეყანას აზარალებს.

„არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს” – პრეზიდენტი

პრეზიდენტი ადასტურებს, რომ საგარეო მინისტრის გარდა,  ხელისუფლებიდან არავინ ელაპარაკება

მსგავსი თემები