,,სენატორებმა წარადგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდად აღიარებს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც  უკრაინის პირველი ლედის კონგრესში სიტყვით გამოსვლის შედეგებს აფასებს. ზელენსკის განცხადებით, ოლენა ზელენსკას აშშ-ში ვიზიტმა უკვე გამოიღო შედეგი.

მისივე ინფორმაციით, სენატორებმა რიშმა, კარდინმავიკერმა, შაჰინმა,  გრემმა პორტმენმა და ბლუმენტალმა კონგრესს წარუდგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდად აღიარებს.

„პირველი ლედის შეერთებულ შტატებში ვიზიტის პირველი შედეგი – სენატორებმა წარადგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდად აღიარებს. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში, რომელიც მოიცავს იძულებით დეპორტაციას რუსეთში და უკრაინის მოქალაქეების გამიზნულ მკვლელობებს მასობრივი სისასტიკისას, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

მსგავსი თემები