პრეზიდენტი ადასტურებს, რომ საგარეო მინისტრის გარდა,  ხელისუფლებიდან არავინ ელაპარაკება

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ერთადერთო მინისტრი, რომელიც მასთან კომუნიკაციას ინარჩუნებს, საგარეო საქმეთა მინისტრია. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, მას კონკრეტული წინადადებაც შესთავაზა, თუმცა, პასუხი არ მიუღია.

„საგარეო საქმეთა მინისტრს შევთავაზე (რადგან მის გარდა არავინ აღარ მესაუბრება), რომ გავინაწილოთ დედაქალაქები და ყველგან ჩავიდეთ, რათა გავიგოთ, რა არის მიდგომა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. პასუხი არ მიმიღია“ – აცხადებს პრეზიდენტი.

მისივე შეფასებით, ხელისუფლებას და ოპოზიციას ვერ გააგებინა, რომ სტატუსის მინიჭების საკითხში ყველა ერთად უნდა იყვნენ. მისი თქმით, ხელისუფლებას უფრო აქტიურად უნდა ემუშავა.

„მუშაობით უნდა დაეძლია (პრობლემები). უფრო ხშირად, ყველა დედაქალაქში ჩასვლით. იმ მომენტში, თარიღი არ მახსოვს, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრს შევთავაზე, რადგან მის გარდა არავინ აღარ მესაუბრება, რომ გავინაწილოთ დედაქალაქები და ყველგან ჩავიდეთ, რომ გავიგოთ, რა არის მიდგომა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. პასუხი არ მიმიღია. მერე ვიღაცებმა დაიწყეს ცალ-ცალკე სიარული. ამას სჭირდება სტრატეგია. ყველანი ერთად ვართ და ეს ვერ გავაგებინე ვერავის – არც ოპოზიციას ესმის, რომ მისი განცხადებებით ამ ქვეყნის რეპუტაციას ლახავს, მათი განცხადებები დამაზიანებელია ქვეყნის რეპუტაციისთვის, მაგრამ ასევე დამაზიანებელია ქვეყნის რეპუტაციისთვის ხელისუფლების განცხადებები“ – აცხადებს პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები