„ეს არის გადამწყვეტი ფაზა საქართველოსთვის“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარის შეფასებით,  იმ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით რომელიც კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლადაა საჭირო, ყველა პოლიტიკოსმა უნდა გააგრძელოს მუშაობა, შედეგი კი წლის ბოლოს გამოჩნდება.

როგორც საქართველოში ვიზიტად მყოფი დევიდ მაკალისტერი აცხადებს, ახლა საჭიროა აუცილებელი რეფორმების შესასრულებლად მუშაობა.

„გვქონდა აზრთა საინტერესო გაცვლა პრემიერ-მინისტრთან და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ეს არის გადამწყვეტი ფაზა საქართველოსთვის. საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება იყო ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და ახლა საჭიროა აუცილებელი რეფორმების შესრულებაზე მუშაობა. ჩამოყალიბდა 12 პრიორიტეტი, 12 რეკომენდაცია და ახლა პოლიტიკოსებმა უნდა იმუშაონ ამაზე. ასევე, ვკითხეთ პარტია „ქართულ ოცნებას“, თუ როგორ აპირებს პროცესის ორგანიზებას, რომელიც ასევე მოიცავს ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას. ასე რომ, ჩვენ ახლა ვიმყოფებით სიტუაციაში, როდესაც საქართველოში ყველა პოლიტიკოსმა უნდა გააგრძელოს თავისი მუშაობა და ჩვენ ვნახავთ, რა შედეგი იქნება წლის ბოლოს. ამიტომ ახლა ჩვენ ვასრულებთ ამ ვიზიტს და ხვალ სომხეთში გავემგზავრებით“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

 

მსგავსი თემები