მმართველმა გუნდმა ევროპარლამენტარებთან დეოლიგარქიაზეც ისაუბრა

„ქართული ოცნების“ ოფისში ევროპარლამენტარებთან შეხვედრა დასრულდა. როგორც ორაკლი კობახიძე აცხადებს, ერთ-ერთი სასაუბრო თემა დეოლიგარქიზაცია იყო. კერძოდ, მისი თქმით, შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია, დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავებისთვის გამოიყენება.

„პირველ რიგში, ჩვენ განვმარტეთ ჩვენი პოზიცია დელეგაციის წინაშე რეზოლუციასთან დაკავშირებით, კონკრეტულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, მათ შორის დეოლიგარქიზაციის ჩანაწერთან დაკავშირებით და აღვნიშნეთ, რომ ეს ჩანაწერები და დოკუმენტი, ევროპარლამენტის რეზოლუცია გამოიყენება ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. ეს იყო ჩვენი პოზიცია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საუბრის დეტალებს გარეთ ვერ გამოვიტანთ, მათი პასუხის გარეთ გამოტანა არ არის ჩვენი პრეროგატივა. მე შემიძლია, გითხრათ, რა საკითხები დაისვა ჩვენი მხრიდან და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პოზიციები იქნება მხედველობაში მიღებული სამომავლოდ“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მედიასთან.

 

მსგავსი თემები