,,ნედ პრაისის განცხადება მწვავე გაფრთხილებაა იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავს ესხმიან ამერიკის ელჩს”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებას ეხმიანება. ვაშაძის შეფასებით, ნედ პრაისის განცხადება ზემწვავე გაფრთხილებაა იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავს ესხმიან ამერიკის ელჩს, დასავლელ პარტნიორებს, ამერიკას.

„ამ განცხადებას თუ არ გაიგებენ, უმძიმესი ბედი ელოდებათ ჯერ ქართველი ხალხისგან, შემდეგ ამერიკელი და დასავლელი პარტნიორებისგან. არავინ გაუტარებთ იმ ქმედებებს, რასაც ასე აღვირახსნილად აკეთებენ. ერთადერთი, ვინც ბედნიერია „ქართული ოცნების“ ქმედებებით, პუტინი და რუსეთია. ქართველი ხალხი და დასავლელი პარტნიორები კი მძიმედ უყურებენ „ქართული ოცნების“ ტრანსფორმირებას ვითომ პროდასავლური ძალიდან, პირდაპირ პრორუსულ ძალად. ნედ პრაისის განცხადება ზემწვავე გაფრთხილებაა იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავს ესხმიან ამერიკის ელჩს, დასავლელ პარტნიორებს, ამერიკას. ვის გულისხმობენ? ვინ გამოვიდა და თქვა, რომ თუ ომი დაიწყება, მხოლოდ მაგ შემთხვევაში მოგვცემენ სტატუსსო. ვინ დაესხა თავს ამერიკის ელჩს და პირობებს უყენებს? – ირაკლი კობახიძე, მდინარაძე, ცაგარეიშვილი. თავისი თავიდან სამი განდეგილი რომ გამოყვეს, ჰგონიათ, ამას ვინმე მიიღებს? – მათ უკან „ქართული ოცნება“ და კობახიძე დგანან. სხვათა შორის, სოზარ სუბარი სად დაიკარგა. ეს განცხადება არის სიგნალიც, პიპინიც, ხმაურიც. თუ არ გაიგებენ, უმძიმესი დღეები ელოდებათ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები