ავარია კვარიათში – უკრაინიდან დევნილ ქალს ავტომობილი დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა კვარიათში – უკრაინიდან დევნილ, 45 წლის ქალ  ქალს აჭარაში, კვარიათის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტომანქანა შეეჯახა.

დაშავებული ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების წინასწარი შეფასებით, მას თავის ქალის ტრავმა აქვს მიღებული.

არსებული ინფორმაციით, ავტობუსიდან ჩამოსული ქალი კვარიათის ცენტრალურ გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი ავტობუსისთვის გვერდის ასავლელად საპირისპირო მონაკვეთზე გადავიდა და ქალს დაეჯახა.

გავრცელებული ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა იმ სასტუმროსთან მოხდა , სადაც  უკრაინიდან დევნილი ქალი დროებით ცხოვრობს.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

მსგავსი თემები