,,როცა ნედ პრაისი საუბარს იწყებს საქართველოს თემატიკით, ეს ნიშნავს, რომ აშშ ძალიან გაბრაზებულია”- პაატა მანჯგალაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე  აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის ნედ პრაისის განცხადებას ეხმიანება. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, აღნიშნულ განცხადება დიპლომატიურ ენაზე იმას ნიშნავს, რომ აშშ ძალიან გაბრაზებულია ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებებით.

„ეს განცხადება მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება” უნდა იყოს ფრთხილად, როცა სტრატეგიულ პარტნიორზე საუბრობს, მით უმეტეს, როცა მას ლამის ომის დაწყება დააბრალონ, რაში სჭირდებოდათ იმ სამი დეპუტატის გამოყოფა, როცა კობახიძე და ღარიბაშვილი უფრო მეტ ანტიდასავლურ და დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებენ.

როცა ნედ პრაისი საუბარს იწყებს საქართველოს თემატიკით, ეს დიპლომატიურ ენაზე იმას ნიშნავს, რომ აშშ ძალიან გაბრაზებულია ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებებით. ისინი ამას აკეთებენ, რადგან არ სჭირდებათ ევროპაში ინტეგრაცია და ევროპული ინტეგრაცია,”- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

,,საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს ხელი შეუშალოს მოსახლეობას ევროინტეგრაციისკენ სწრაფვაში”- ნედ პრაისი – (mcm.ge)

მსგავსი თემები