საოკუპაციო ძალები ხარკოვს მასობრივად ბომბავენ – არიან დაჭრილები

ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით,  საოკუპაციო ძალები ხარკოვს მასობრივად ბომბავენ. სარაკეთო თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ ეტაპზე გართულებულია.

“რუსები თავს ესხმიან ხარკოვს. მაცხოვრებლების საყურადღებოდ: დარჩით თავშესაფრებში, არ გახვიდეთ გარეთ გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, ნუ უგულებელყოფთ განგაშის სიგნალებს”,- განაცხადა სინეგუბოვმა.

ხარკოვის მერი მოსახლეობას სიფთხილისკენ მოუწოდებს.

მსგავსი თემები