რუსებმა უკრაინაში 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსებმა  24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს.

უწყების ცნობით, სულ რეგისტრირებულია 24 208 სამხედრო დანაშაული, რომელთაგან 23 316 ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას, 73 აგრესიული ომის დაგეგმვას, მომზადებას და წარმოებას, 21 ომის პროპაგანდას, 798 კი სხვადასხვა დანაშაულებს მოიცავს.

ამასთან, გენერალურ პროკურატურაში განმარტევენ, რომ სამხედრო დანაშაულებთან ერთად ფიქსირდება 11 ათასზე მეტი დანაშაული სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ.

მსგავსი თემები