გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1”- მა მუშაობა განაახლა

გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოს პრეზიდენტის, კლაუს მიულერის განცხადებით, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მუშაობა აღდგა.

მისივე  ინფორმაციით, გაზსადენის მუშაობა 30 პროცენტით აღდგა და მინიმუმ ორი საათი შეფერხება არ იქნება. მიულერის თქმით, ნაკლებსავარაუდოა, დღის განმავლობაში რაიმე შეიცვალოს და მიწოდება შეწყდეს.

შეგახსნებთ, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მუშაობა, რომლითაც რუსული ბუნებრივი აირი მთელ ევროპას მიეწოდება, 11 ივლისს შეწყდა. რუსულმა მხარემ მიზეზად  გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები დაასახელა.

ევროპაში არსებობდა გარკვეული ეჭვები,  რომ რუსეთი გაზსადენზე ტექნიკურ სამუშაოებს შანტაჟისთვის გამოიყენებდა და ბუნებრივი აირის მიწოდებას გააჭიანურებდა.

მსგავსი თემები