,,ცალკეული ევროპარლამენტარის განცხადებებს არ აქვს საერთო ევროპასთან და ევროპულ ღირებულებასთან”- კახა კალაძე

,,ცალკეული ევროპარლამენტარის განცხადებებს რაც შეეხება, მას ევროპასთან და ევროპულ ღირებულებასთან საერთო არ აქვს,”- ასე უპასუხა თბილისის მერმა,  კახა კალაძე  კითხვას, თუ რა საკითხზე იმსჯელებს მმართველი გუნდი თბილისში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე იმ დროს, როდესაც ცალკეული ევროპარლამენტარი განმარტავს, რომ დეოლიგარქიზაცია დეივანიშვილიზაციას გულისხმობს.

თბილისის მერის განცხადებით, მსგავსი განცხადებები კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერი განცხადებებია.

„მე არ ვიცი, რომელ ევროპარლამენტარებზე საუბრობთ. ცალკეული ევროპარლამენტარის განცხადებებს რაც შეეხება, მას ევროპასთან და ევროპულ ღირებულებასთან საერთო არ აქვს. ევროპა და ევროპული ღირებულებები სხვანაირად წარმომიდგენია. განცხადებები, რომლებსაც ვისმენდით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერი განცხადებებია და არა საქართველოს მეგობრების მხრიდან გაკეთებული განცხადებები. ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ალბათ საუბარი იქნება იმ საკითხებზე, რა ნაბიჯებიც უნდა გადადგას საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები