სააკაშვილის ჩაშლილი სასამართლო – რატი ბრეგაძე თქმით, დასკვნის გაცნობა ვერ მოასწრეს

მიხეილ სააკაშვილის ჩაშლილი სასამართლო პროცესი – იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ მათ დასკვნა რამდენიმე დღით ადრე მიუვიდა და ამხელა მასალის გაცნობა ვერ მოასწრეს.

რატი ბრეგაძის განცხადებით, შემდეგ სასაამრთლო პროცესზე, რომელიც 22 დეკემბერს გაიმართება, მსგავსი ხარვეზი არ იქნება.

„აქ იყო ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ლეგიტიმური მიზანი, რომ როდესაც ვინმე ბედავს და სახელმწიფოს აბრალებს, რომ თითქოსდა სახელმწიფო არის მწამებელი და ადამაინის უფლებების დამრღვევი, სახელმწიფო მოქმედებს გადაჭრით, დროულად და ადეკვატურად. იყო გარკვეული ეპიზოდები, როდესაც თავად მსჯავრდებული აცხადებდა უარს ხან სასამართლოში მისვლაზე, ხან დისტანციურად ჩართვაზე. აქ იყო ერთი ხარვეზი, რომელზეც თუკი ვინმეს სურდა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ყოფილიყო შესრულებული, ამ შემთხვევაში შეეძლოთ პროცესი ჩატარებულიყო კლინიკაში. 22 დეკემბერს მსგავსი ხარვეზი არ იქნება. გარდა ამისა, იყო მეორე არგუმენტი, რომ ჩვენს წარმომადგენლებს მიუვიდათ დასკვნა სუ რამდენიმე დღით ადრე და ამხელა მასალას სჭირდება გაცნობა“, – ამბობს რატი ბრეგაძე.

მსგავსი თემები