,,ხერსონს პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის“- დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

,,რუსეთი დონბასში მიზნების მინიმალურ დონეზე მიღწევას აგრძელებს. 19 ივლისს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინულმა ძალებმა მდინარე დნეპრზე მდებარე ანტონოვსკის ხიდს დაარტყეს,”- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი.

დაზვერვის ინფორმაციით, ანტონოვსკის ხიდი მნიშვნელოვან  როლს შეასრულებს  რეგიონში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე.

„სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა პოსტებმა აჩვენა აშკარა საბრძოლო დაზიანება ხიდის სავალ ნაწილზე. დიდი ალბათობით, ხიდი გამოყენებადი იქნება, მაგრამ ეს არის ძირითადი დაუცველი ადგილი რუსული ძალებისთვის. ეს ხიდი არის ერთ-ერთი იმ ორი გადასასვლელიდან მდინარე დნეპრზე, რომლებითაც რუსეთს შეუძლია გადაიყვანოს თავისი ჯარები ამ მდინარის დასავლეთით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს ზონა მოიცავს ქალაქ ხერსონს, რომელსაც პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო მიმოხილვაში.

მსგავსი თემები