რუსეთმა ნიკოპოლი დაბომბა – დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი

დნიპროს სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით კვლავ მიზანმიმართულად დაბომბეს ნიკოპოლში არსებული საცხოვრებელი ტერიტორიები.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი, ცხრა კი დაშავდა. ამასთან დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც.

„წინასწარი ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა დაშავდა. ექვსი დაშავებული უკვე საავადმყოფოშია, რომელთა შორის ოთხი ბავშვია. ყველაზე ახალგაზრდა დაშავებული სამი წლისაა. სახლში, მძინარე ბავშვს „გრადებიდან“ ესროლეს“, – წერს ვალენტინ რეზნიჩენკო ,,ტელეგრამზე”.

 

მსგავსი თემები