ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში დაახლოებით 38 750 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,  ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში დაახლოებით 38 750 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.

გენშტაბის ინფორმაციით , რუსეთის  სამხედრო დანაკარგი ასეთია : ჯარისკაცი – დაახლოებით 38 750; ტანკი – 1 700; ჯავშანტექნიკა – 3 905; საარტილერიო სისტემა – 856; სარაკეტო სისტემა – 250; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 113; თვითმფრინავები – 221; ვერტმფრენი – 188; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 703; საკრუიზო რაკეტები – 16; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 775; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 70.

აღნიშნული მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 20 ივლისამდე პერიოდს.

მსგავსი თემები