,,რუსეთი ნიშნავს არალეგიტიმურ, მარიონეტ ჩინოვნიკებს მის კონტროლქვეშ არსებულ უკრაინულ რაიონებში”- ჯონ კირბი

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელის ჯონ კირბის განცხადებით,  რუსეთი უკრაინის მეტი ტერიტორიის ანექსიას უყრის საფუძველს და მის კონტროლქვეშ არსებულ უკრაინულ რაიონებში არალეგიტიმურ, მარიონეტულ ლიდერებს ნიშნავს.

„რუსეთი იწყებს იმ ვერსიის გამოშვებას, რომელსაც შეიძლება, ეწოდოს ანექსია და ეს ძალიან ჰგავს 2014 წელს, როდესაც ის შეიჭრა ყირიმში და მისი ანექსია მოახდინა. რუსეთი უკვე ნიშნავს არალეგიტიმურ, მარიონეტ ჩინოვნიკებს მის კონტროლქვეშ არსებულ უკრაინულ რაიონებში. ძალის გამოყენებით ანექსია გაერო-ს წესდების უხეში დარღვევა იქნება და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ის დარჩეს დაუსჯელი“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

ჯონ კირბის განმარტებით, რუსები გეგმავენ, მოაწყონ „მოჩვენებითი რეფერენდუმები“ მათ მიერ ოკუპირებულ რეგიონებში. ამასთან, გეგმავენ აღნიშნულ რაიონებში რუბლის, როგორც ძირითადი ვალუტის შემოღებას და ადგილობრივებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების იძულებას.

მსგავსი თემები