,,თუ დროულად მივიღებთ საკმარის იარაღს, ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას”- ოლექსი რეზნიკოვი

,,ჩვენ უკვე გავათავისუფლეთ ათასზე მეტი ქალაქი და სოფელი. უნდა გავათავისუფლოთ კიდევ 2500-ზე მეტი პატარა სოფელი და ქალაქი,”- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

რეზნიკოვის თქმით, რუსეთის დამარცხება დამოკიდებულია თავისუფალი სამყაროს სურვილზე, დაეხმაროს და გადასცეს იარაღი უკრაინას.

,,რუსეთის დამარცხება უდავოდ შეიძლება. უკრაინამ უკვე აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება და ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მზადაა თავისუფალი სამყარო ჩვენს დასახმარებლად. თუ დროულად მივიღებთ საკმარის იარაღს, ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას,”- განაცხადა ოლექსი რეზნიკოვმა.

მსგავსი თემები