კელი დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის მორიგ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს

სამეგრელოში მყოფი ამერიკის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ დეპუტატ ყაველაშვილის მორიგი განცხადების შესახებ არაფერი იცის.

„მესტიასა და ზუგდიდში ვიყავი. მთელი დღის განმავლობაში პოზიტიურ და შთამბეჭდავ ქართველებს ვსტუმრობ. თვალყურს არ ვადევნებ თბილისში, რაც ხდება და ეს საქართველოს რეგიონებში მოგზაურობის ერთ-ერთი მშვენიერი რამაა. მე არ შემიძლია დავადასტურო ვიღაცის ჭორები, რადგან არ ვიცი რაზე საუბრობს ის“, – აღნიშნა ელჩმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც „ქართული ოცნება“ რამდენიმე კვირაა დატოვა, ასეთი შეფასება გააკეთა:  „კითხვა ჩნდება, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ?  იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა“.

მსგავსი თემები