ევროკავშირი უკრაინას მილიარდიან მაკროფინანსურ დახმარებას გაუწევს

ევროკავშირსა და უკრაინას შორის მორიგი ფინანსური დახმარების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი აცხადებს, საუბარია მაკროფინანსურ დახმარებაზე.

„ევროკავშირის სახელით, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, გადაუდებელი დაფინანსების სახით, უკრაინისთვის მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარებისთვის. ეს თანხა გადაირიცხება ივლისის ბოლოს, უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხარდასაჭერად. უკრაინის ეკონომიკა ომშია. ევროკავშირი აქ არის დასახმარებლად“, – წერს „ტვიტერზე“ ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი.

 

მსგავსი თემები