,,შემთხვევების დიდი ნაწილი მსუბუქია და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას”- თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით კორონავირუსის შემთხვევები, რომელიც მიკრონის ახლა გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება. მისი თქმით, ინფიცირებას გაციების მსგავსი სიმპტომები ახასიათებს.

,,შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც ომიკრონის ახლა გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული, არის მსუბუქი და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

ეს ის სიმპტომებია, რომლებიც ადამიანს შესაძლოა, ჰქონდეს გაციების და გრიპის შემთხვევაში. ასეთ დროს არ არის საჭირო დამატებითი გამოკვლევები და ჰოსპიტალიზაცია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები