ნიკა გვარამიას მომდევნო პროცესი 4 ოქტომბერს ჩაინიშნა

მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლოში “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მომდევნო პროცესი 4 ოქტომბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი შვებულებების პერიოდია, რის გამოც მოსამართლეებს გრაფიკი გადანაწილებული აქვთ.

დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ ორ თვე-ნახევრის შემდეგ პროცესის ჩანიშვნა ვადების დარღვევაა.

ნიკა გვარამიას ადვოკატმა პროცესზე შუამდგომლობა დააყენა და ლაშა ჩხიკვაძის განცხადებებისა და მის მიერ “იმედისთვის” მიცემული ინტერვიუს საქმეზე მტკიცებულების სახით დართვა მოითხოვა.

ამასთან, ადვოკატმა  ნინო ლომჯარიას, მაია კოპალეიშვილის, ნიკა სიმონიშვილის, გვანცა წულუკიძის გამოკითხვის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლეთა  კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

 

მსგავსი თემები