,,უკრაინული დროშა აფრიალდება ყველა ჩვენს ქალაქსა და სოფელში, ეს მხოლოდ დროის საკითხია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1 028 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. მისივე თქმით,  2 621 ობიექტი კვლავ ოკუპირებული რჩება.

„რუსულ არმიას სულ უფრო უჭირს პოზიციების შენარჩუნება დაპყრობილ ადგილებში. ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ წინ მივიწევთ, ვანადგურებთ მიწოდების ჯაჭვს ოკუპანტებისთვის, ვპოულობთ და გაუვნებელვყოფთ კოლაბორანტებს. პერსპექტივა ცხადია: უკრაინული დროშა აფრიალდება ყველა ჩვენს ქალაქსა და სოფელში. ეს მხოლოდ დროის საკითხია. და ვიდრე ეს დრო გრძელდება, ვიდრე რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია უკრაინაში სიცოცხლის განადგურება, არ დაგავიწყდეთ ოკუპირებულ რაიონებში ჩვენი ხალხის მხარდაჭერა ინფორმაციულად და ემოციურად. დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ შევძელით ოკუპანტებისგან 1 028 სოფლის გათავისუფლება. კიდევ 2 621 დამპყრობლების კონტროლის ქვეშ არის. და იქ ჩვენ ყველასთან უნდა შევინარჩუნოთ საინფორმაციო კავშირი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები