ბრიტანეთის პრემიერობისთვის ბრძოლას ოთხი კანდიდატი აგრძელებს

მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დაკავებული თანამდებობა დატოვა, მისი დაკავების სურვილი რვა ადამიანმა გამოთქვა. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ბრძოლას 4 კანდიდატი გამოეთიშა.

ბრიტანეთის პარლამენტში კონსერვატორი დეპუტატების კენჭისყრის მესამე ეტაპის შემდეგ, პრემიერობისთვის ბრძოლას აგრძელებენ: ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი; სავაჭრო პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პენი მორდონტი; საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი და სოციალური განვითარების ყოფილი მინისტრი კემი ბადენოხი.

კენჭისყრის ბოლო ეტაპი  20 ივნისს გაიმართება. კენჭისყრის საბოლოო შედეგი და ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. ყველაზე რეალურ კანდიდატად კი ლიზ ტრასი სახელდება.

 

მსგავსი თემები