,,ევროპულ საზოგადოებას არ შეუძლია, მისცეს თავს დაღლილობის უფლება, რადგან პუტინს ამის იმედი აქვს”- ჯოზეფ ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროპულმა საზოგადოებამ არ უნდა მისცეს საკუთარ თავს დაღლილობის უფლება, რადგან პუტინს დემოკრატიული დაღლილობის იმედი აქვს.

მისივე თქმით,ევროპულმა საზოგადოებამ და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებმა უნდა გააგრძელონ ეკონომიკური ზეწოლა რუსეთზე.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ პუტინს დემოკრატიული დაღლილობის იმედი აქვს. მას სჯერა, რომ დემოკრატიები სუსტია და შემდეგ ერთი ამბავი იფარება სხვა ამბებით. არა, ევროპულ საზოგადოებას არ შეუძლია, მისცეს საკუთარ თავს დაღლილობის უფლება. ევროპულმა საზოგადოებამ და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებმა უნდა გააგრძელონ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა. მათ მიიღეს რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების დაწესების გადაწყვეტილებები და უნდა შეასრულონ ისინი. მათ უნდა გააგრძელონ რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლა და ამავე დროს, გააცნობიერონ, რომ სასწაულებრივი დარეგულირება არ იქნება, თუმცა ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს ზუსტად იმ დონეზე, რა დონეზეც ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას სამხედრო კუთხით“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

მსგავსი თემები