კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“ –  ეს განცხადება კლინიკა ,,ვივამედის” დირექტორმა ზურა ჩხაიძემ მედიასთან გააკეთა. როგორც ექიმი აცხადებს, სააკაშვილს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა.

„რაც საჭიროა უკვე ყველაფერი აქვს ჩატარებული, სამკურნალო პროცესი არის ძალიან დინამიური, შესაბამისად, პერიოდულად ხდება საჭირო ამა თუ იმ კვლევის განმეორება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, პერიოდულად საჭიროებს ლაბორატორიული კვლევების განმეორებას. ჩვენი მიზანია ვუმკურნალოთ პაციენტს, სხვა დანარჩენი ჩვენ არ გვეხება”, – აღნიშნა ზურა ჩხეიძემ მედიასთან.

 

მსგავსი თემები