მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლო გადაიდო

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. როგორც  მოსამართლემ განმარტა, სასამართლომ კლინიკიდან წერილი მიიღო.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პენიტენციური დაწესებულებიდან და კლინიკა „ვივამედიდან“ გამოგზავნილი წერილები წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დასწრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიზანშეწონილი არ არის.

დღევანდელი პროცესი საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთს ეხებოდა.  პროცესი კი  20 ივლისს ჩაინიშნა.

 

მსგავსი თემები