„რუსეთს უკრაინაში ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია“ – ვლადიმერ პუტინი  

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერი პუტინი აცხადებს, რომ რაც რუსეთმა უკრაინაში განახორციელა ეს არაფერია და რუსეთს უკრაინაში ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია.

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ სერიოზულად ჯერ არაფერი დაგვიწყია… თუ დასავლეთს კონფლიქტის პროვოცირება სურდა, რომ რუსეთთან ბრძოლის ახალ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის შეკავების ახალ ეტაპზე გადასულიყო, შეიძლება ითქვას, რომ ეს გარკვეულწილად შეძლეს. ნორმალურ პირობებში, ალბათ, ამის გაკეთება რთული იქნებოდა. თუმცა, რას მინდა, მივაქციო ყურადღება – მათ უნდა გააცნობიერონ, რომ წააგეს ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე, რადგან მისი დაწყება ნიშნავს ამერიკული მსოფლიო წესრიგის კარდინალურ გარდატეხას. ეს ნიშნავდა ლიბერალურ-გლობალისტური ამერიკული ეგოცენტრიზმიდან ნამდვილად მრავალპოლარულ მსოფლიოზე გადასვლას“ – აღნიშნავს ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი.

პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთი მშვიდობიანი მოლაპარაკებების მომხრეა.

„ჩვენ უარს არ ვამბობთ მშვიდობიან მოლაპარაკებებზე, თუმცა მათ, ვინც უარს ამბობენ, უნდა იცოდნენ, რომ რაც უფრო შორს წავლენ, მით უფრო რთული იქნება ჩვენთან შეთანხმება“, – აცხადებს პუტინი.

“მხოლოდ სულელს შეუძლია იფიქროს, რომ ყველაფერი კარგად მიდის” – უკრაინა რუსეთის წარმატებაზე

მსგავსი თემები