“მხოლოდ სულელს შეუძლია იფიქროს, რომ ყველაფერი კარგად მიდის” – უკრაინა რუსეთის წარმატებაზე

  ვლადიმერ პუტინის „ზეიმს“ რომ უკრაინაში ყველაფერი კარგად და რუსეთის სასარგებლოდ მიდის, უკრაინული მხარე ეხმიანება. როგორც  პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს,  პუტინის კვეხნა, რომ რუსეთის ჯარს ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია, შიდა მოხმარებისთვისაა გათვლილი. „არ დაგიწყიათ, მაგრამ უკვე ამთავრებთ ამ ყველაფერს. ყველა ეს მცდელობა ძალიან ხანმოკლეა. თვენახევარი და, ვფიქრობ, რომ ისინი ნელ-ნელა მინელდება შეტევის მცდელობისას… მხოლოდ სულელს შეუძლია იფიქროს, რომ ყველაფერი კარგად მიდის”, – აცხადებს არსეტოვიჩი. ინფორმაციისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში, ჯერ სერიოზული არაფერი დაუწყია.