„დიდი ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ უნდა შეიცვალოს“ – პრეზიდენტი პრემიერის გადადგომაზე

უკრაინის პრეზიდენტსა და ბრიტანეთის აწ უკვე ყოფილ პრემიერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, ბრიტანეთმა უკრაინის დასახმარებლად ყველაფერი გააკეთა და ეს პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს, პრეზიდენტი ფიქრობს, რმ ბრიტანეთმა უკრაინის მიმართ დამოკიდებულება არ უნდა შეცვალოს.

„ველაპარაკე ბორის ჯონსონს. მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენ მივიღეთ რუსული ტერორის პირველივე დღიდან. უპირველეს ყოვლისა, ეს არის იარაღი: საჰაერო თავდაცვის კომპლექსები – „სტინგერები“, მსხვილი ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, საბრძოლო მასალები… წონიანი პოლიტიკური მხარდაჭერა, რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციები, ფინანსური დახმარება ჩვენი სახელმწიფოსთვის – მხოლოდ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საჭიროებებისთვის 24 თებერვლიდან გამოყოფილია ორ მილიარდ ფუნტზე მეტი. თავისუფლების დაცვაში ბრიტანეთის როლი ნამდვილად გლობალურია“ – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

პრეზიდენტის შეფასებით, უკრაინელები გრძნობენ ბორისისადმი პირად მადლიერებას.

„დიდი ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ უნდა შეიცვალოს, რაც არ უნდა ხდებოდეს ლონდონის სახელისუფლებო წრეებში – ბორისმაც და გაერთიანებულ სამეფოში ყველა ჩვენმა მეგობარმა ამაში დამარწმუნეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

მსგავსი თემები