,,ვაშაძეს, გადაეცით, რომ იდიოტია“ – ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმიანება. ზარქუას თქმით, გარკვეული სუბიექტები ცდილობენ ქვეყანა არიონ და ქაოსში გამოიწვიონ.

გიორგი ვაშაძის განცხადებას ვადასტურებ, „ფეესბეს გარკვეული ჯგუფი საქართველოში დიდი ხანია, არის და მას ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, ხოშტარია და ასე შემდეგ. ეს ხალხი მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ. მათ შორის მცდელობა აქვთ, რომ ეს ქვეყანა არიონ და ქაოსში გადაზარდონ. ამის მცდელობა ჰქონდათ და არაფერი გამოუვიდათ. რაც შეეხება ვაშაძეს, გადაეცით, რომ იდიოტია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, , სანქციების საკითხის გადასაფარად რუსეთმა საქართველოში FSB-ს ჯგუფი მოავლინა.

,,სანქციების საკითხის გადასაფარად, რუსეთიდან მოვლენილი იქნა FSB-ს კონკრეტული ჯგუფი”- გიორგი ვაშაძე

 

მსგავსი თემები