,,სანქციების საკითხის გადასაფარად, რუსეთიდან მოვლენილი იქნა FSB-ს კონკრეტული ჯგუფი”- გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სანქციების საკითხის გადასაფარად რუსეთმა საქართველოში FSB-ს ჯგუფი მოავლინა. მისი თქმით, სწორედ  FSB-ს გეგმის ნაწილია ,,ქართული ოცნებიდან” სამი დეპუტატის – სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის წასვლა.

,,სანქციები მოახლოვდა, და არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ სხვებთან დაკავშირებით. ახლა მინდა გაცნობოთ საგანგებო ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის გახდა ხელმისაწვდომი. ამ სანქციების საკითხის გადასაფარად, სპეციალურად რუსეთის მხრიდან საქართველოში მოვლენილი იქნა FSB-ს კონკრეტული ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ოპერატიული ლეგენდა, რომ თითქოს, სანქციების დაწესება მიმდინარეობს იმის გამო, რომ ვიღაცას საქართველოს ომში ჩართვა უნდა. უფრო მეტიც, ამ ოპერატიული ლეგენდის პირველი ფაზა იყო სამი ადამიანის გამოყოფა “ქართული ოცნების” მხრიდან, რომელთაც ეს უნდა გაეკეთებინათ. მაგრამ, FSB-ს მიერ მოვლენილმა სპეციალურმა ჯგუფმა, კვლევების შედეგად დაადგინა, რომ ამ სამ ადამიანს აქვს ნულოვანი ნდობა. სწორედ ამიტომ, პირდაპირ “ქართული ოცნების” ლიდერებს მიეცათ დავალება FSB-ს ოპერატიული ლეგენდის მაქსიმალურად, მათივე ენით მიწოდება საქართველოს მოქალაქეებისთვის. სწორედ ახლა, ოფიციალურად მომაგრებული არიან კურატორები FSB-ს მხრიდან, რომლებიც ყოველდღიურად უკონტროლებენ “ქართული ოცნების” ლიდერებს გზავნილებს. უფრო მეტიც, გვაქვს სავარაუდო სახელები და გვარები იმ ადამიანების, ვინც საქართველოს მხრიდან ამ მესიჯების ქართულად დამუშავებაში არიან ჩართულები. ვაზუსტებთ ამ ინფორმაციას და დეტალურად მოგაწვდით”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები