,,სანქციების საკითხის გადასაფარად, რუსეთიდან მოვლენილი იქნა FSB-ს კონკრეტული ჯგუფი”- გიორგი ვაშაძე

  “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სანქციების საკითხის გადასაფარად რუსეთმა საქართველოში FSB-ს ჯგუფი მოავლინა. მისი თქმით, სწორედ  FSB-ს გეგმის ნაწილია ,,ქართული ოცნებიდან” სამი დეპუტატის – სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის წასვლა. ,,სანქციები მოახლოვდა, და არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ სხვებთან დაკავშირებით. ახლა მინდა გაცნობოთ საგანგებო ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის გახდა ხელმისაწვდომი. ამ სანქციების საკითხის გადასაფარად, სპეციალურად რუსეთის მხრიდან საქართველოში მოვლენილი იქნა FSB-ს კონკრეტული ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ოპერატიული ლეგენდა, რომ თითქოს, სანქციების დაწესება მიმდინარეობს იმის გამო, რომ ვიღაცას საქართველოს ომში ჩართვა უნდა. უფრო მეტიც, ამ ოპერატიული ლეგენდის პირველი ფაზა იყო სამი … ვრცლად ,,სანქციების საკითხის გადასაფარად, რუსეთიდან მოვლენილი იქნა FSB-ს კონკრეტული ჯგუფი”- გიორგი ვაშაძე