ჩილეში კომპანიამ თანამშრომელს შეცდომით 330-ჯერ მეტი ხელფასი ჩაურიცხა, რის შემდეგაც კაცი გაუჩინარდა

Businessinsider- ის ინფორმაციით, ჩილეში მოქალაქეს შეცდომით 330-ჯერ მეტი ხელფასი ჩაურიცხეს, რის შემდეგაც მან  თანამდებობა დატოვა და გაუჩინარდა.

გამოცემის ცნობით, დისტრიბუტორმა ყოველთვიური  ხელფასის სახით, 545 დოლარის ნაცვლად  180 418 აშშ დოლარი მიიღო.

მეორე დღეს კაცი სამსახურში აღარ მისულა და სამი დღის განმავლობაში ზარებს არ პასუხობდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი  ადვოკატის დახმარებით, სამსახურიდან წასვლაზე ოფიციალური განცხადება გაააგზავნა.

კომპანიამ თანამშრომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა,  კერძო კომპანია ყოფილ თანამშრომელს თანხების მითვისებას ედავება.

მსგავსი თემები