უზბეკეთში საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა – დაიღუპა 18 ადამიანი

ყარაყალპაკეთის რეგიონში საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ აქციებზე არეულობისას 18 ადამიანი დაიღუპა, 243 კი დაშავდა.

უზბეკეთში მასობრივი არეულობა ივნისის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ხელისუფლებამ  საკონსტიტუციო რეფორმა განახორციელა.  ცვლილებების მიხედვით, ყარაყალპაკეთის რეგიონს, რომელიც უზბეკეთის ტერიტორიის 40%-ს იკავებს, ქვეყნიდან გასვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება ეზღუდება.

პირველ ივლისს ყარაყალპაკეთის დედაქალაქ ნუკუსში და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.  2 ივლისს არეულობის გამო ყარაყალპაკეთში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა. რესპუბლიკაში შეიზღუდა მობილური და ინტერნეტკავშირი.

მსგავსი თემები