,,ვერ ვხედავ იმის პოტენციალს, რომ ნატო დაიწყებს კონკრეტულად რამის კეთებას უკრაინის ალიანსში შესვლის უზრუნველსაყოფად”- დმიტრო კულება

,,უახლოეს პერსპექტივაში მე ვერ ვხედავ იმის პოტენციალს, რომ ნატო დაიწყებს კონკრეტულად რამის კეთებას უკრაინის ალიანსში შესვლის უზრუნველსაყოფად,”- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

კულებას თქმით, სტრატეგიულად გადაწყდა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ნატო არ იქნება წინა პლანზე.

„მოველი, რომ უახლოეს პერიოდში ნატო-ს მხრიდან გაგრძელდება დადასტურება, რომ კარი ღიაა და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება. უკრაინა ასევე რჩება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ უახლოეს პერსპექტივაში მე ვერ ვხედავ იმის პოტენციალს, რომ ნატო შეიცვლის საკუთარ პოზიციას ევროკავშირის მსგავსად და დაიწყებს კონკრეტულად რამის კეთებას უკრაინის ალიანსში შესვლის უზრუნველსაყოფად. არსებობს ნატო, როგორც ქვეყნების გაერთიანება, რომლებიც გადაწყვეტილებებს კონსენსუსით იღებენ. ასე რომ, ამ ერთიან წრეში, ჩემი აზრით, არაფორმალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული: იმისათვის, რომ რუსეთმა არ გამოიყენოს არგუმენტი, რომ ომშია ნატო-სთან, ალიანსი, როგორც ერთი მთლიანი იქნება მეორეხარისხოვან როლში. მათ ახლა ხელახლა გააფორმეს თავიანთი დახმარების პაკეტი, იქ რაღაც მოხდება, მაგრამ სტრატეგიულად გადაწყდა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ნატო არ იქნება წინა პლანზე“, – განაცხადა დიმიტრო კულებამ.

მინისტრის განმარტებით, შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებამ, ყველა არგუმენტი გააბათილა, თუ რატომ არის შეუძლებელი უკრაინის ალიანსში გაწევრიანება.

„ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ საზღვარზე ვერ გავალთ, რომ რუსეთთან საერთო საზღვარი გვექნება. რას ამბობთ, ეს ხომ რუსეთია, ესკალაცია მოხდება. ახლა კი, ორი ათასი კილომეტრი აქვთ საერთო საზღვარი და ნატო სანქტპეტერბურგის კართან იდგება. ანუ ყველა ის არგუმენტი, თუ რატომ არის შეუძლებელი უკრაინის ალიანსში შეყვანა, გაუქმდა. ეს არის ის, რაზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით, რომ მათ ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის მოიფიქრეს, რათა გაემართლებინათ ჩვენი ინტეგრაციის სურვილის უქონლობა“, –  აღნიშნა კულებამ.

მსგავსი თემები