სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხელ ყაველაშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვეს

  მმართველი გუნდა და საპარლამენტო თანამდებობები „ქართული ოცნების“ სამმა წევრმა დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირეით განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა. „მიწევს გაცნობოთ ერთი არაორდინალური გადაწყვეტილების შესახებ. ჩვენი გუნდის ღირსეული წევრები და მეგობრები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ტოვებენ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას, საპარალამენტო თანამდებობებს“, – განაცხადა მდინარაძემ. რაც შეეხება მიზეზებს, მდინარაძემ შემდეგნაირად განმარტა: „ამის მიზეზი გახდა ერთი შეუთანხმებელი საკითხი დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე, რასთან დაკავშირებით მანამდეც მიდიოდა პარტიაში დისკუსია, რომ დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები … ვრცლად სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხელ ყაველაშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვეს