,,რადიკალურმა ოპოზიციამ ვერასდროს დაამთხვია საკუთარი ინტერესები საზოგადოების ინტერესებს”- გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების ნაცვლად, საკუთარი შვიდპუნქტიანი გეგმა შეიმუშავა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს იმის განცდა არ აქვთ, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობენ, სადაც საზოგადოება პოლიტიკურად გაზრდილია.

„12-პუნქტიანი რეკომენდაციების ნაცვლად, საკუთარი შვიდპუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება, ოპოზიცია, საზოგადოება ერთად დავდგეთ და ეს პუნქტები მაქსიმალურად შევასრულოთ, რაღაც ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე საუბრობენ, თითქოს ენჯეოს აფუძნებდნენ – რამდენიმე ადამიანი შეიკრიბება, არასამთავრობო ორგანიაციას დააფუძნებს და ლაპარაკობს ხალხის სახელით. ჰგონიათ, ხელისუფლებაც ასე კომპლექტდება. ამ ადამიანებს იმის განცდა არ აქვთ, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობენ, სადაც საზოგადოება პოლიტიკურად გაზრდილია. თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ თან ხალხის სახელით ისაუბროს, თან ხალხს ისინი არსად, არასდროს ჰყავს არჩეული და საზოგადოება მოატყუოს, რომ რაღაც ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება არის სწორი, დემოკრატი და კონსტრუქციული პროცესი, ეს ლექციები ერთმანეთს სახლში უკითხონ. ასეთი ტიპის განცხადებები დისონანსის შეტანის მიზანს ემსახურება. დასავლელ პარტნიორებთან აქტიური კონსულტაციები გაგრძელდება ყველა იმ საკითხზე, რაც სამივე ქვეყნის მიმართ არის წაყენებული. როგორც აქამდე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერა, ვიზალიბერალიზაცია და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა, ასე გაგრძელდება მუდმივად. წინა ხელისუფლების დროს ევროინტეგრაციაზე მხოლოდ განცხადებები იყო, მაგრამ ქმედებები იყო ის, რომ ჩვენს ორ რეგიონზე იურუსდიქცია არ ვრცელდება, ასევე ძირითადი ენერგორესურსები ოკუპანტს გადასცეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები