ევროკავშირმა რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები გაახანგრძლივა

ევროპული საბჭოს განცხადებით, რუსეთისთვის 2014 წელს დაწესებული სანქციები, რომელიც ეკონომიკის კონკრეტულ სექტორებზე იყო მიმართული, 6 თვით, 2023 წლის 31 ივლისამდე გახანგრძლივდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით და ურყევად უჭერს მხარს ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

,,ამჟამად არსებული შეზღუდვები მოიცავს სექტორების ფართო სპექტრს, მათ შორის ვაჭრობის, ფინანსების, ტექნოლოგიების, ორმაგი დანიშნულების საქონელზე, სამრეწველო სპექტრზე, სატრანსპორტო და ფუფუნების საგნებზე. შემაკავებელი ზომები ასევე მოიცავს: რუსეთიდან ევროკავშირში ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის ან გადაცემის აკრძალვას, რამდენიმე რუსული ბანკის SWIFT-ის სისტემისგან ჩახსნასა და კრემლის მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაციული საინფორმაციო სააგენტოებისთვის სამაუწყებლო საქმიანობის ლიცენზიის შეჩერებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები