მარიუპოლში დაბომბვის შედეგად დაღუპული 100-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს

მარიუპოლის მერის მრჩეველის, პეტრო ანდრიუშჩენკოს ინფორმაციით, მარიუპოლში, დაბომბვის შედეგად დაღუპული 100-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ანდრიუშჩენკოს თქმით, დაბომბვის შედეგად დაღუპული 100-ზე მეტი ადამიანის ცხედარი ამ დრომდე კორპუსის ნანგრევებშია დარჩენილი.

,,ექსჰუმაცია გრძელდება. პრიორიტეტულად სკოლებისა და საბავშვო ბაღების ეზოებში. ექსჰუმაციის შემდეგ აქ მუშავდება სუნიანი ორმოები. ქუჩებში და ეზოებში დამუშავება არ ხდება”, – განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

მსგავსი თემები