რუსეთმა უცხოურ ვალუტაში საგარეო ვალზე დეფოლტი გამოაცხადა

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, რუსეთმა 1918 წლის შემდეგ პირველად, უცხოურ ვალუტაში საგარეო ვალზე დეფოლტი გამოაცხადა.

გამოცემის ცნობით, , რუსეთის მიერ დეფოლტის გამოცხადება,  დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების კულმინაციაა. რუსეთს 26 ივნისს დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ოდენობის პროცენტის გადახდის საშეღავათო პერიოდი ამოეწურა, რაც დეფოლტის საფუძველი გახდა.

მარტის დასაწყისიდან ქვეყნის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები  გაყინულია და უმსხვილესი ბანკები მოწყვეტილია გლობალურ ფინანსურ სისტემას.

რუსეთის ფინანსთა მინისტრის, ანტონ სილუანოვის განცხადებით,  რუსულ ევრობონდებზე უცხოურ ვალუტაში გადახდების შეწყვეტა და რუბლის სქემაზე გადასვლა არ ნიშნავს დეფოლტს.

სილუანოვის თქმით,რუსეთი უარს არ ამბობს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და ახორციელებს ყველა ქმედებას ინვესტორებამდე თანხების სრულად მისატანად.

მსგავსი თემები