,,უკრაინის ომის შემდეგ რუსეთს სანქციებს არ ვუწესებთ”- თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი

თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველის, იბრაჰიმ კალინმას განცხადებით, თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით არ უერთდება.

ერდოღანის პრესსპიკერის თქმით, სანქციების დაწესება უფრო მეტად დააზარალებს თურქეთის ეკონომიკას, ვიდრე რუსეთს.

„ჩვენ ვავითარებთ ურთიერთობებს რუსეთთან, როგორც ამას ვაკეთებთ ირანთან. უკრაინის ომის შემდეგ რუსეთს სანქციებს არ ვუწესებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ვინ დაელაპარაკება რუსეთს, თუ ყველა დაანგრევს ხიდებს? ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები ისეთი ხასიათისაა, რომ სანქციების დაწესება უფრო მეტად დააზარალებს თურქეთის ეკონომიკას, ვიდრე რუსეთს. ჩვენ მკაფიო პოზიცია დავიკავეთ. ამჟამად დასავლელებმაც მიიღეს ეს. თურქეთის პოზიციაზე არაფერს ამბობენ გეოპოლიტიკური მიზეზების გამო. არის პროცესი, რომელშიც ჩვენ ვახორციელებთ უკრაინის მარცვლეულის გადაზიდვას. თურქეთი ხდება საკვების გასაღები. ჩვენი ევროპელი მეგობრები კითხულობენ, „როდის იქნება ეს შეხვედრა, დაიწყება თუ არა გადაზიდვა?“ ზოგიერთი მათგანი რეკავს, რომ თქვან „მოდით, ვიყოთ ამ პროცესში“, – განაცხადა კალინმა.

მსგავსი თემები