მარნეულში აივანი ჩამოინგრა, არის მსხვერპლი, მათ შორის 8 თვის ფეხმძიმე ქალი

მარნეულში უბედური შემთხვევა მოხდა. საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულზე აივნის ჩამონგრევას მსხვერპლი მოყვა. დაღუპულია ორი ადამიანი – ერთი 40 წლამდე ახალგაზრდა ადამიანი და მეორე ასევე ახალგაზრდა ფეხმძიმე ქალი.

არიან დაშავებულებიც. კლინიკაში გადაიყვანეს ორი მოზარდიც. რვა წლის ბავშვის მდგომარეობა კი შედარებით მძიმეა.

ადგილზე სამაშველო ეკიპაჟები და პოლიცია მუშაობს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შენობა ავარიული იყო.

 

მსგავსი თემები