თუ ზელენსკი უკრაინას დატოვებს, ჯონსონი მას ბრიტანეთში ეპატიჟება

ბავარიაში, სადაც მსოფლიოს ლიდერები არიან შეკრებილები, უკრაინის საკითხზე მსჯელობენ. „დიდი შვიდეულის“ქვეყნების უკრაინისთვის გასაწევ მორიგ დახმარებას განიხილავენ და ასევე მსჯელობენ, რა დამატებითი მექანიზმების ამოქმედება შეიძლება რუსეთის შესაჩერებლად.

როგორც ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა აღნიშნა, ის დიდი სიამოვნებით უმასპინძლებს პრეზიდენტ ზელენსკის, თუ ის უკრაინას დატოვებს.

„თუ პრეზიდენტ ზელენსკის შეუძლია და საჭიროდ ჩათვლის უკრაინის დატოვებას, მაშინ, დიდ ბრიტანეთი და პირადად მე მისი მასპინძელი ვიქნები, მექნება მისი მიღების პატივი“ – აღნიშნა ჯონსონმა ჟურნალისტებთან სამიტზე.

ბორის ჯონსონი აღფრთოვანებას გამოხატავს ზელენსკის გმირობით, პატრიოტიზმით, ერთგულებით  და მისი გამძლეობით.

 

მსგავსი თემები