„დიდი შვიდეული“ რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებებზე შეთანხმდა

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, „დიდი შვიდეულის: ქვეყნების უკრაინის დასახმარებლად ერთობლივ ქმედებებზე შეთანხმდნენ. როგორც კანცლერმა მედიასთან განაცხადა, ეს აუცილებელია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად.

„ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინასთან დაკავშირებით. შემიძლია, თამამად  განვაცხადო, რომ გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის ერთად იმოქმედებს უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასე იყო დასაწყისიდან და ასე იქნება მომავალშიც. გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია“, – აღნიშნავს ოლაფ შოლცი.

შოლცი ასევე გადაჭრით ამბობს, რომ პუტინი შესაჩერებელია.

„დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პუტინი არ ელოდა, რომ უკრაინის ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა მისი მუდმივი თავის ტკივილი გახდებოდა“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

 

მსგავსი თემები