უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან 34 230 რუსი სამხედრო მოკლეს.
უწყების ცნობით, რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია :
,,ჯარისკაცი – დაახლოებით 34 230; ტანკი – 1 496; ჯავშანტექნიკა – 3 614; საარტილერიო სისტემა – 752; სარაკეტო სისტემა – 239; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 99; თვითმფრინავები – 216; ვერტმფრენი – 182; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 614; საკრუიზო რაკეტები – 137; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 543; გემი/ნავი/კატარღა – 14; სპეციალური აღჭურვილობა – 60,”- ნათქვამია გენშტაბის განახლებულ ინფორმაციაში.