,,მძღოლებს ურჩევნიათ, როდესაც გაუმართავია ავტომობილი გადაიხადონ ჯარიმა და არ გამოცხადნენ ტექინსპექტირებაზე”- ვაჟა იორდანიშვილი

,,ტექინსპეტქირების გაუვლელობაზე ჯარიმა არის 50 ლარი, ხოლო ტექდათვალიერება 60 ლარი ღირს, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ მძღოლები არ ჯარიმდებიან ხშირად, მათ ურჩევნიათ, როდესაც გაუმართავია ავტომობილი გადაიხადონ ჯარიმა და არ გამოცხადდნენ ტექინსპექტირებაზე,”- ამის შესახებ „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე, ვაჟა იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

ვაჟა იორდანიშვილის განცხადებით, ტექდათვალიერებაზე გამსვლელი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა წლიდან წლამდე იკლებს.  მისივე თქმით, ჯარიმის სიმწირის გათვალისწინებით, მძღოლებს ურჩევნიათ, გაუმართავი ავტომობილით იმოძრაონ, გადაიხადონ ჯარიმა და არ გამოცხადდნენ ტექინსპექტირებაზე.

,,2019 წელს სრულად შევიდა ძალაში რეფორმა და ტექდათვალიერება გახდა ყველასთვის სავალდებულობა. 2019 წელი აღმოჩნდა ყველაზე პიკური წელი, მოვიდა 788 000 სატრანსპორტო საშუალება ტექინსპექტირებაზე.
2020 წელი პანდემიური წელი იყო და 533 000-მა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა ტექინსპექტირება. თუმცა, 2021 წელის ვერ მოხდა 2019 წლის ნიშნულზე გასვლა, დაახლოებით 740 000- მდე გავიდა ტექდათვალიერებაზე.

ყველაზე უცნაური არის ის, რომ 2022 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გვაწვდის ინფორმაციას, რომ დაახლოებით 500 000 ჯარიმა გამოიწერა 2021 წელს ტექინსპექტირების გაუვლელობაზე. წესით, ლოგიკურია უნდა ყოფილიყო მატება 2022 წელს. თუ შევადარებთ, 2022 წლის პირველ კვარტალს, ანალოგიური პერიოდის 2021 წლის მონაცემებს, გვაქვს 35 პროცენტიანი კლება,” – აღნიშნა ვაჟა იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ქვეყანაში მილიონამდე ავტომანქანა გაუმართავია – ვაჟა იორდანიშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

 

 

 

 

 

მსგავსი თემები