,,აქციაზე იყვნენ გასულები ადამიანები, ვინც სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები არიან, მათ შორის ჩემი მეგობრებიც”- ბექა დავითულიანი

,,აქციის ორგანიზატორები, რა თქმა უნდა, იყვნენ “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ადამიანები, თუმცა, აქცია იყო წარმოდგენილი და პოზიციონირებული, როგორც აპოლიტიკური,”- ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი თქმით, აქციაზე იყვნენ გასულები ადამიანები, ვინც სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები არიან და მათი მთავარი გზავნილი, იყო რომ საქართველო  იმსახურებს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას.

„მოსახლეობის 80 პროცენტი ევროპასთან ინტეგრაციის მომხრეა და რა თქმა უნდა, აქციაზე იყვნენ გასულები ადამიანები, ვინც სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები არიან, მათ შორის ჩემი მეგობრებიც, ვინც “ქართული ოცნების” ამომრჩევლები არიან. ისინი იყვნენ იმ გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველო არის და იმსახურებს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას.

აქციის ორგანიზატორები, რა თქმა უნდა, იყვნენ “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ადამიანები, თუმცა, აქცია იყო წარმოდგენილი და პოზიციონირებული, როგორც აპოლიტიკური, ისინიც და ყველა მიხვდა, რომ პოლიტიკოსების მისვლა მხოლოდ დისკრედიტაციას ახდენს ნებისმიერი ღონისძიების. შესაბამისად, იქ პოლიტიკოსები არ იყვნენ, იყვნენ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან აფილირებული ადამიანები, ორგანიზატორებს ვგულისხმობ,”-  განაცხადა დავითულიანმა.

მსგავსი თემები