,,რისი ხილვაც გვინდა, არის მობილიზაცია და შეუპოვრობა წინსვლისთვის და სწორედ ეს ვიხილეთ გუშინ“- დიეგო კოლასი

,,არსებობს ძალიან მკაფიო გზამკვლევი რეფორმებისთვის, თუ როგორ უნდა წახვიდეთ წინ, ეს ძალიან ოპტიმისტური და პოზიტიური შედეგია,”-  საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა,  20 ივნისს თბილისის ცენტრში გამართული აქციის შეფასებისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ევროკავშირს აქვს გარკვეული მოლოდინები და სურს იხილოს შეუპოვრობა წინსვლისთვის.

„ჩვენ გვაინტერსებს, რას იტყვის ევროპული საბჭო, თუმცა გუშინდელი მშვიდობიანი, კანონიერი პროტესტი, ქმედება იყო ძალიან საინტერესო და აჩვენა ხალხის დიდი მობილიზება და მათი შეუპოვრობა. ჩემი აზრით, შეთავაზებებზე არსებობს გარკვეული იმედი მობილიზაციისა და ოპტიმიზმისთვის, რადგან არსებობს აღიარება ევროპული პერსპექტივის და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია წინ. არსებობს ძალიან მკაფიო გზამკვლევი რეფორმებისთვის, თუ როგორ უნდა წახვიდეთ წინ. ეს ძალიან ოპტიმისტური და პოზიტიური შედეგია. მოულოდნელი არ არის, რომ ევროკავშირს აქვს გარკვეული მოლოდინები და ეს არ არის მოულოდნელი. ამიტომ რისი ხილვაც გვინდა, არის მობილიზაცია და შეუპოვრობა წინსვლისთვის და სწორედ ეს ვიხილეთ გუშინ“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

მსგავსი თემები